Monday, April 19, 2010

პროექტი#1

1). პროექტის სახელი: სპორტი მოზარდის ცხოვრებაში

2). პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:შეგროვდება XI კლასის მოსწავლეების მონაცემები 100 მეტრიან დისტანციაზე გარბენისას და კითხვარებით დადგინდება ხესხემლის გამრუდების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა.ამ მონაცემების მიხედვით მიიღება ცხრილები, რომელთა საშუალებით აიგება წერტილოვანი, სვეტოვანი დიაგრამები და ჰისტოგრამა. შემდეგ კი მოხდება მიღებული შედეგების ანალიზი და შეფასება. შედგენილ იქნება სპეციალური ბუკლეტები შესაბამისი ფოტო მასალებით.

3). პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და გადაინაწილებენ სამუშაოს. ბიოლოგიის მასწავლებლის მითითებით ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციას ხერხემლის გამრუდების სხვადასხვა სახეებთან დაკავშირებით. ფიზკულტურის მასწავლებლისაგან აიღებენ მონაცემებს გარბენთან დაკავშირებით მიღებული შედეგების შესახებ; ასევე ჩაატარებენ მოსწავლეთა გამოკითხვას კითხვარების საშუალებით, სადაც გამოვლინდება იმ მოსწავლეთა რაოდენობა,რომლებსაც აქვთ ხერხემლის გამრუდების სხვადასხვა სახეები.
მოსწავლეთა ერთი ჯგუფი გარბენში მოცემული დროის შუალედებს დაყოფს ინტერვალებად და ამ მონაცემების მიხედვით ააგებს წერტილოვან და სვეტოვან დიაგრამებს და ჰისტოგრამას, ხოლო მეორე ჯგუფი შეადგენს კითხვარების საშუალებით გამოკითხვის შედეგების ცხრილს და შესაბამის დიაგრამას. მოხდება ამ დიაგრამების შედარება და მათი ანალიზი, ე. ი. მოხდება რაოდენობრივ მონაცემთა დაჯგუფება სასრული ოდენობის ინტერვალთა კლასებად, სიხშირეთაგანაწილების ცხრილების შედგენა, დაგროვილი და ფარდობითი სიხშირის გამოთვლა და მონაცემთა ერთობლიობაში მონაცემის პოზიციის მახასიათებლის რანგის გამოთვლა. ასევე ჩატარდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფაქტორები მოქმედებს იმ გარემოებაზე, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის შედეგები გარბენში დაბალია,რატომ არიან მოსწავლეები ნაკლებად მოძრავნი, არააქტიურები, რა ფაქტორები იწვევს სხვადასხვა დაავადებებს კერძოდ,ხერხემლის გამრუდების სახეებს,როგორ შეიძლება ყოველივე ამის თავიდან აცილება, რისთვისაც მოიძიებენ და შეისწავლიან იმ ვარჯიშებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ დაავადებების შეჩერებას, შეხვდებიან ექიმ–მასაჟისტს და მისგან მიიღებენ კონსულტაციას ვარჯიშებთან დაკავშირებით. მოსწავლეები შექმნიან სპეციალურ ბუკლეტებს, რომელშიც ჩართავენ შესაბამისს ფოტო მასალებს ამ დაავადებასთან დაკავშირებით და ამ ბუკლეტებს გაავრცელებენ სკოლებში.

4). მონაწილეთა ასაკი/კლასი: 15–16 წლ./XI კლასი

5). ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის მარტი–– 2010 წლის ივნისი

6). პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მონაცემთა შეგროვება, კლასიფიკაცია, დროის ინტერვალებად დაყოფა, ცხრილის შედგენა, დიაგრამების აგება და ანალიზი.

7). მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოცემული მონაცემების საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ მონაცემთა დაგროვებას და კლასიფიკაციას, მოდალური კლასის და რანგის განსაზღვრას, ფარდობითი და დაგროვილი სიხშირეების დადგენას; ასევე მიიღებენ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ხერხემლის გამრუდებასთან დაკავშირებით და გაიგებენ როგორ აიცილონ თავიდან ეს ავადმყოფობა, რა გააკეთონ იმისათვის რომ ჰქონდეთ სწორი აღნაგობა. ამისათვის კი საჭიროა სკოლებში შეიქმნას მეტი სახის სპორტული სექციები, რომლებშიც მოსწავლეები უფრო აქტიურად ჩაებმბებიან. გაუმჯობესდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუნდაც, დასაწყისში, დილის გამამხნევებელი ვარჯიშების ჩატარებით მეტ დროს დაუთმობენ ,,ჯანსაღი ცხოვრების წესს".

8). სარგებელი სხვებისთვის: დაინტერესებულმა პირებმა თავიანთ სკოლებში ჩაატარონ ანალოგიური კვლევები და შეძლონ მეტი მოსწავლის ჩაბმა სპორტულ სექციებში და გაზარდონ ეს ქსელები.

9). სამუშაო ენა: ქართული

10). მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
ზუგდიდის #13 საჯარო სკოლა
ზუგდიდის #6 საჯარო სკოლა
ზუგდიდის რაიონის სოფ. ორსანტიის საჯარო სკოლა

11). საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს საგნებში: მათემატიკაში (XI.13. წარმოადგენს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და ახდენს მათ ინტერპრეტაციას. XI.15.აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნებს.), ისტ-ში ( იყენებს კლავიატურას, შეტანისა და გამოტანის მოწყობილობებს, მათ შორის სხვადასხვა ტიპის ადაპტერებს (USB) ისტ-ის წარმატებით ფუნქციონირებისა და ეფექტურად მოხმარებისათვის (1). შეარჩევს და იყენებს ისტ-ის საშუალებებს სასწავლო დისციპლინებში კვლევის, ინფორმაციის ანალიზის, პრობლემების გადაჭრის მიზნით ( მაგ. ელექტრონული ცხრილები ) ( 4.5 ), ბიოლოგიაში ( მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ ( მსჯელობს დაავადების პროფილაქტიკის საშუალებებზე;გამოკითხვით ავლენს ლოკალურ გარემოში გავრცელებულ დაავადებებს, იკვლევს მათ გამომწვევ მიზეზებს, აგროვებს ინფორმაციას პროფილაქტიკის საპუალებებზე და აცნობს ფართო საზოგადოებას).

12). პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან გეთია

13). ფასილიტატორის ელ. ფოსტა: qetevan.getia@gmail.com

14). პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: getiaqetevan.blogspot.com

1 comment:

  1. კარგია! მაგრამ დახვეწაც შეიძლება ალბათ კიდევ, არ დაიზარო! უფრო მკვეთრად გამოჩნდეს მათემატიკის გამოყენება და კავშირი მისი დასკვნების გამოტანასთან სხვადასხვა პუნქტების შევსებისას. აი, მე-11 პუნქტში კი პირდაპირ ესგ-დან თუ ამოიწერ მისაღწევ შედეგებს და მიუსადაგებ, მთლად კარგი იქნება. აბა შენ იცი, ველოდები კიდევ რომ გადახედავ:)

    ReplyDelete